ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წელთან შედარებით განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი 55.6%-ით არის გაზრდილი
საქართველო, თბილისი - 14:20 | 21.12.2015 ნანახია: 1980
მასწავლებლის საბაზო ხელფასი 65%-ით გაიზარდა; ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სათანადოდ დავაფასოთ ადამიანები, ვისაც ჩვენი შვილების ბედი, მომავალი თაობების აღზრდა ვანდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, განათლების სისტემაში არსებული განუკითხაობის ნაცვლად, მთავრობა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი, დასავლური სტანდარტების განათლების სისტემის შექმნას ისახავს მიზნად.
- 2012 წელთან შედარებით განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი 55.6%-ით არის გაზრდილი;
- 82%-ით გაიზარდა მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება;
- 3-ჯერ გაიზარდა სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების დაფინანსება;
- 2.5 ჯერ გაიზარდა მეცნიერ-თანამშრომელთა ხელფასები;
- 24 მილიონი ლარით დაფინანსდა სამეცნიერო ინფრასტრუქტურისა და კვლევითი ბაზის განახლება;
- 60 მილიონი ლარით დაფინანსდა საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი პროექტები;
- 65%-ით გაიზარდა მასწავლებლის საბაზო ხელფასი;
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ნახევარი მილიონი მოსწავლე სარგებლობს უფასო სახელმძღვანელოებით. 1 150-ზე მეტ მოსწავლეს, რომლებიც წლების განმავლობაში ფეხით გადიოდნენ კილომეტრებს სახლიდან - სკოლამდე, დღეს სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება. მსოფლიო ბანკის კვლევის მონაცემებით, ამ პროგრამებმა ოჯახის დანახარჯი ზოგად განათლებაზე 60 პროცენტით შეამცირა.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს ინკლუზიური განათლების განვითარებისთვის.
„სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ათასამდე ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 5 000-მდე მოსწავლეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ინტენსიურად გრძელდება მუშაობა შრომის ბაზარზე ორიენტირებული, ხარისხიანი პროფესიული განათლებისთვის და 2013 წლიდან ეს მიმართულება სრულად ფინანსდება; გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უმაღლესი განათლების სფეროში - სახელმწიფო აფინანსებს 21 საბაკალავრო პროგრამას; გასამმაგდა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუმრების რაოდენობა; გაიზარდა სასტიპენდიო ფონდები;
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი და სოციალურად დაუცველი ნიჭიერი სტუდენტებისთვის, ლისის ტბის ფერდობზე შენდება თანამედროვე სტანდარტების 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა და აღნიშნა, რომ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისაქართველოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ახორციელებს ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამებს ქიმიაში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობაზე, რომელიც ნიჭიერ და მოტივირებულ სტუდენტებს უცხოეთის პრესტიჟულ სასწავლებლებში განათლების მიღებაში ეხმარება. მსოფლიოს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლისთვის გრანტი უკვე 192ახალგაზრდას დაუმტკიცდა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















