აჭარაში სოფლის მეურნეობის ექსტენციის კუთხით დიდი მიღწევებია
საქართველო, თბილისი - 14:23 | 21.12.2015 ნანახია: 2281
აჭარაში სოფლის მეურნეობის ექსტენციის კუთხით დიდი მიღწევებია. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე აცხადებს, ექსტენციის სისტემა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა.
აჭარის სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების უკეთ გასაცნობად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ENPARD-ისა და UNDP-ის ხელშეწყობით აჭარაში მედიატური გაიმართა. მედიატურის მონაწილეებმა რეგიონში მიმდინარე პროექტებისა და მომსახურების იმ მიმართულებებზე მიიღეს დეტალური ინფორმაცია, რომელიც ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნებას. ასევე წარმოებისა და გასაღების ჯაჭვის ჩამოყალიბებას.
აჭარაში ფერმერთა კოოპერატივების ხელშეწყობა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება. სამწლიანი პროექტის - ENPARD აჭარა - მიზნებია სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის გაზრდა, მცირე ფერმერთა გაძლიერება და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსტიტუციური განვითარება. პროგრამის ბიუჯეტი 3,5 მილიონი ევროა, ხოლო პარტნიორები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აჭარის აგროსერვისის ცენტრია.
„ENPARD აჭარას“ ხელშეწყობით უკვე შეიქმნა სამოცამდე წარმატებული კოოპერატივი, გაიხსნა სადემონსტრაციო ნაკვეთები, ფერმერთათვისგანხორციელდა სასწავლო და საკონსულტაციო პროგრამები.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრსერვის ცენტრში ჟურნალისტები დაათვალიერებენ ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობას, ასევე მაღალტექნოლოგიური მარწყვისა და ტკბილი წიწაკის სასათბურე მეურნეობას, ხილის საშრობ მინი საწარმოს, სამაცივრე საკნებს და ღვინის სახლის მშენებლობას, რომელიც დასრულების ფაზაშია.
”ექსტენცია სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება და საცდელი, სადემონსტრაციო ფართობებიც სწორედ მისი შემადგენელი ნაწილია. აჭარის რეგიონისთვის, ციტრუსის წარმოება არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სოფლის მეურნეობის დარგში. ციტრუსის წარმოებას ქვეყანაში დიდი ისტორია აქვს და ვფიქრობთ, რომ ამ დარგს მომავალშიც დიდი პერსპექტივა აქვს.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვე მოთხოვნები როგორც ბაზრის, ასევე მოსახლეობის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საექსპორო ბაზრების დივერსიფიკაცია. მზად უნდა ვიყოთ დავაკმაყოფილოთ იმ საექსპორტო ბაზრების მოთხოვნები, რომელიც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია. ამიტომ, თანამედროვე ტექნოლოგიების, თანამედროვე მიდგომებს, მაღალპროდუქტიული ჯიშების დანერგვას დიდი მნიშვნელობა აქვს.
აღნიშნული ცენტრიც სწორედ იმას ემსახურება, რომ გამოიცადოს რეგიონის კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ახალი ჯიშები და მოხდეს თანამედროვე, საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნადი ჯიშებზე ფერმერების ხელმისაწვდომობის გაადაცემა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ბაზრების დივერსიფიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნული ცენტრის შექმნის მიზანსაც ფერემერებისთვის ციტრუსის მოყვანის, მოვლისა და შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. რაც წინაპირობაა იმისა, რომ საქართველოში ხარიხიანი ციტრუსის წარმოება განვითარდეს და ექსპორტი გაიზარდოს, აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ აჭარაში მეტიატურის მსვლელობისას.
გაეროს განვითარების პროგრამა „ENPARD აჭარას“ პროექტის მენეჯერის ლაშა კომახიძის განმარტებით ENPARD-ის პროექტი საქართველოში დასასრულს უახლოვდება, თუმცა სამომავლოდ მეორე პროექტიც დაიწყება და ის სოფლის მეურნეობის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ პროექტი აჭარაში საკმაოდ წარმატებულია.
”ამ მომენტისათვის ENPARD-ის პროექტი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება დღეს უკვე მილევად ფაზაშია. უფრო კონკრეტულად, 2016 წლის აპრილის ბოლოს პროექტის პირველი ეტაპი სრულდება და სავარაუდოდ დაიწყება მეორე პროექტი, რომელიც ENPARD 2-ის სახელით იქნება ცნობილი.
პროექტის ფარგლებში საკმაოდ დიდი მიღწევებია, აჭარის სოფლის მეურნეობისა და ა(ა)იპ აგრსერვის ცენტრთან თანამშრომლობით, სოფლის მეურნეობის ექსტენციის კუთხით. განსაკუთრებით გამოვყოფდი სადემონსტრაციო პროექტებს. ეს არის, როგორც სასათბურე ასევე სანერგე მეურნეობები. გამოსაყოფია ასევე ის სამეცნიერო სამუშაოები, რომელიც მეურნეობებში წარმოებს და ასეთი პრაქტიკა ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა. არის ძალიან დიდი შედეგები კოოპერატიული მეურნეობების მხარდაჭერის კუთხით და ასევე სამინისტროსა და აჭარის აგროსერვის ცენტრსა ინსტიტუციონალური განვითარების კუთხით. ექსტენციის მოდელი, რომელიც აჭარაში საკმაოდ წარმატებულად ითვლება აღიარებულია, როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ და ითვლება წარმატებულ მოდელად”, აღნიშნა ლაშა კომახიძემ.
მედიატურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა საცდელ-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობაც დაათვალიერეს, რომლის მთლიანი ფართობი 21,0 ჰექტარს შეადგენს, ხოლო განაშენიანებული ფართობი - 15 ჰექტარს. სანერგე მეურნეობაში წარმოდგენილია ციტრუსოვანთა შემდეგი სახეობები: მანდარინი 28 ჯიში, ფორთოხალი 16 ჯიში, ლიმონი 14 ჯიში, პომელო 6 ჯიში, გრეიფუტი 3 ჯიში, კინკანი 3 ჯიშის და ნარინჯი 1 ჯიში.
სანერგე მეურნეობაში დამონტაჟებულია თანამედროვე ტექნოლოგიის მორწყვის წვეთოვანი სისტემა სასუქების შემრევი მექანიზმით. სანერგეში მექანიზირებული წესით მიმდინერეობს ნიადაგის დახვნის, კულტივაციის, ფრეზირების, სარეველების გაცელვისა და მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოები. მეურნეობაში სასწავლო პრაქტიკებს გადიან სტუდენტები, ასევე, პერიოდულად, ფერმერებისთვის ტარდება ტრენინგები ციტრუსის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე.
პოლიტიკა
- საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე
- პრემიერ-მინისტრი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება - გია ვოლსკი თურქმენეთის ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე
- სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას - გიგა ფარულავა
- არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაღაც ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
- სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა
- CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია
- ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე - „პორშე ცენტრი თბილისი“ ბაზრის წესებს ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















