რა თქმა უნდა, პუტინი არის ოკუპანტი და მტერი – ქეთევან ციხელაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:30 | 08.08.2019 ნანახია: 953
კითხვის ნიშნები, თუ ვინ არის ოკუპანტი, ვინ შემოიჭრა საქართველოში და ვინ განახორციელა ომი, არც შეიძლება, არსებობდეს, რადგან ეს არის რუსეთი, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სხვა საკითხია შეფასება, გააკეთა თუ არა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ საკმარისი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
„სხვა საკითხია იმის შეფასება უკვე შიგნით, ჩვენმა ხელისუფლებამ მაშინ გააკეთა თუ არა საკმარისი, რომ ასე აშკარად მომდინარე საფრთხე თავიდან აგვეცილებინა. როდესაც ხედავ, რომ ძალიან დიდი აისბერგი მოდის და გეჯახება, აკეთებ თუ არა შენ, როგორც გემის კაპიტანი რამე მანევრს, სცადო მაინც, აიცილო, თუ პირდაპირ მთელი სისწრაფით ასკდები – აი, ამაშია კითხვა. მათ შორის, არც პოლიტიკური პარტიები ოპოზიციაში არ არიან გათავისუფლებული ამ პასუხისმგებლობისგან“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მისი თქმით, დეოკუპაციის საკითხთან დაკაშირებით მეტი პასუხისმგებლობით უნდა აღიჭურვოს და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებაში მეტ კონსოლიდაციას მიაღწიოს.
„მეტი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ, ხშირად არის თითების გამოშვერა. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც სხვებთან ერთად ყოველდღიურად არის ამ შრომაში ჩართული, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის მშვიდობიანი ბრძოლა და იმ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ამ საოკუპაციო ხაზს ყოველდღე ხედავენ, მიუხედავად ამისა, იქ ცხოვრობენ, იბრძვიან, ვითარდებიან, შვილებს კარგ განათლებას აძლევენ, ვფიქრობ, მეტი პასუხისმგებლობით უნდა აღვიჭურვოთ და რაღაც საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებაში მეტ კონსოლიდაციას მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, პუტინი არის ოკუპანტი და მტერი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















