ოთარ დანელია: ყველა რეფორმა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, არის წარმატებული
საქართველო, თბილისი - 16:20 | 21.12.2015 ნანახია: 2025
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ბათუმში, მედიატურის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მხრიდან დადებითი შეფასების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს უხლესი ისტორიის მანძილზე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა.
,,ეს გახლავთ აღიარება იმისა, რომ ყველა ცვლილება, ყველა რეფორმა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, არის წარმატებული და არის აღიარებული მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. მოხარული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი ამ ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ. საბოლოო მიზნის მისაღწევად, ჩვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირთან ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში სოფლის მეურნეობაზე მოდის საკმაოდ დიდი დატვირთვა - საქართველოს რამდენიმე ასეული დირექტივა აქვს შესასრულებელი. აღნიშნული მიმართულებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. უკვე მიღებულია არაერთი მნიშვნელოვანი რეგლამენტი. არსებობს სამოქმედო გეგმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით, ამ პროცესების მიმდინარე სტატუსებთან დაკავშირებით, ანგარიშგება ხორციელდება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, წინასაახალწლოდ ასეთი პოზიტიური მოვლენები მოქალაქეთა განწყობაზეც დადებითად მოქმედებს. ოთარ დანელიას განმარტებით, ის, რაც პოლიტიკურ სივრცეში საქართველოსთან მიმართებაში ხდება, ცალსახად პოზიტივია. ეს კი, ბუნებრივია, დადებით გავლენას სხვა მიმართულებით, სხვა დარგებზეც იქონიებს.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















