ვინც თავისუფალ მედიასთან არის დაკავშირებული, ხელისუფლების სამიზნეა - რომან გოცირიძე
საქართველო, თბილისი - 17:02 | 09.08.2019 ნანახია: 1317
ვინც კი საქართველოში პოლიტიკურად წონადია ებრძვიან, ვინც თავისუფალ მედიასთან დაკავშირებულია, ხელისუფლების სამიზნეა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენების საკითზზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა საზღვარი გადალახა და ის რეპრესიები გონიერების ფარგლებს გასცდა, რასაც მმართველი გუნდი სჩადის.
„გუშინ, გამოკითხვაზე „ტვ პირველის“ მესაკუთრე იყო დაბარებული. მთავარი სამიზნე არის „რუსთავი 2“ და „ტვ პირველი“. ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენა აბსურდული ბრალდებით ხდება. ამ ადამიანმა გაკოტრებული, დაყადაღებული ტელევიზია დღემდე მოიტანა და ახლა რაღაც ფინანსურ პრეტენზიებს უყენებენ. ვინც კი საქართველოში პოლიტიკურად წონადია ებრძვიან – ოქრუაშვილი დააკავეს, მელიას შინაპატიმრობა აქვს. ვინც თავისუფალ მედიასთან დაკავშირებულია, ხელისუფლების სამიზნეა. ხვალ შეიძლება, მათი სამიზნე „კავკასია“ გახდეს. ნიკა გვარამიას მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდება სასამართლო სისტემის საბოლოო დასამარება იქნებოდა… მისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯა იქნება ქვეყნის სირცხვილი და მეორე მხრივ, ქვეყანაში არასასურველი მოვლენების დაწყების საფუძველი. როცა ხელისუფლება აგონიაშია, მისი შეცვლა დემოკრატიული გზით ვერ ხდება. ხელისუფლება თავად ნუ გამოითხრისსამარეს. მისი ნაბიჯები არის აღვირახსნილი ტერორი, რასაც რაღაც ზღვრის შემდეგ ხალხი ვერ აიტანს“, – განაცხადა გოცირიძემ.
„რუსთავი 2“-ის ყოფილ გნერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითიდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკა გვარამია დღეს 19:00 საათზე პროკურატურაშია დაბარებული.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















