ყოფილი ხელმძღვანელი უხეშად აბულინგებს, აშანტაჟებს და არცხვენს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს - დიმიტრი ცქიტიშვილი
საქართველო, თბილისი - 19:07 | 21.08.2019 ნანახია: 1286
„რუსთავი 2“-ის ყოფილი ხელმძღვანელი უხეშად აბულინგებს, აშანტაჟებს და არცხვენს ჟურნალისტებს. რატომღაც გონია, რომ თუ ისინი დარჩებიან კომპანიაში, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ, იქნებიან მოღალატეები. ასე საკითხის დაყენება არ არის სწორი. ტელევიზიის დამოუკიდებლობა დამოკიდებულია არა ადმინისტრაციაზე, არამედ მის ჟურნალისტებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-ის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ გენერალური დირექტორი შეიცვალა, არ ნიშნავს იმას, რომ ტელევიზიამ დამოუკიდებლობა დაკარგა, რადგან გვარამია ნამდვილად არ არის ამ ტელევიზიის საუკეთესო სახე და არც წლების განმავლობაში ყოფილა.
„ამ კომპანიის მთავარი რეზუსი, ძალა და სიტყვის თავისუფლება გამომდინარეობს იმ ჟურნალისტური კორპუსიდან, იმ ჯგუფიდან, რომელიც იქ საქმიანობდა. მთავრი გარანტი სიტყვისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის ამ არხზე იქნება არა დირექცია, რომელმაც ნეგატივისკენ წაიყვანა ამ არხის რეპუტაცია, არამედ ის ჟურნალისტები, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს ეს არხი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თავად ეს ჟურნალისტები უზრუნველყოფენ დამოუკიდებლობას, მიუკერძოებულობასდა სამართლიან სიტყვას ამ კომპანიაში და არა სალია, ან ვინმე სხვა მფლობელი. ჟურნალისტები ცოტა არ იყოს ბულინგის მსხვერპლნიც არიან, რადგან ყოფილი ხელმძღვანელი უხეშად აბულინგებს, აშანტაჟებს და არცხვენს. რატომღაც გონია, რომ თუ ისინი დარჩებიან კომპანიაში, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ, იქნებიან მოღალატეები. ასე საკითხის დაყენება არ არის სწორი. ტელევიზიის დამოუკიდებლობა დამოკიდებულია არა ადმინისტრაციაზე, არამედ მის ჟურნალისტებზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან გათავისუფლდნენ ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი და კიდევ სხა თანამშრომლები.
ტელეკომპანიის დატოვების გადაწყვეტილება „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ, მიშა სესიაშვილმა და პაატა იაკობაშვილმა მიიღეს. არსებული ინფორმაციით, არხიდან წავიდნენ სხვა ჟურნალისტებიც. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების თქმით, ისინი მუშაობას სხვა არხზე გაარძელებენ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















