2015 წელს საქართველოდან 98 მლნ-ზე მეტი აშშ დოლარის ღვინის ექსპორტი დაფიქსირდა
საქართველო, თბილისი - 12:23 | 05.01.2016 ნანახია: 1927
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36 071 399 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 98 102 614 აშშ დოლარს შეადგენს.
წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის მკვეთრი მატება წლის ბოლომდე შენარჩუნდა ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე - ჩინეთში, სადაც ქართული ღვინის ექსპორტის ზრდამ 122%-ს მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 12 თვეში ექსპორტირებულია 2 672 154 ბოთლი. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.
ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში: პოლონეთი 3% (1 600 302 ბოთლი), რომელიც ქართული ღვინის სტაბილურ, მზარდ ბაზარს წარმოადგენს. ასევე, ლიტვა - 4% (658 666), ესტონეთი - 54% (506 124), ნიდერლანდები - 58% (51 432), საფრანგეთი - 190% (37 956), დანია - 100% (34 840) და სხვა.
ასევე აღსანიშნავია ექსპორტის ზრდა ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ - 31% (248 075), კანადა - 48% (157 836), იაპონია - 5% (138 290), ექსპორტი აგრეთვე გაიზრდა ყირგიზეთში - 79% (185 514), ისრაელში - 48% (35 820), კორეაში - 37% (24 054) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 18 308 177, ყაზახეთი - 5 195 949, უკრაინა - 3 412 453, ჩინეთი - 2 672 154 და პოლონეთი - 1 600 302 ბოთლი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთელ რიგ ქვეყნებში ექსპორტის ზრდის მიუხედავად, რეგიონში არსებული ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-51%) და უკრაინაში (-56%) ექსპორტის მკვეთრი კლება აისახა წლიური ექსპორტის ჯამურ მაჩვენებელზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ითაა შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტის საერთო მაჩვენებელი შემცირებულია მხოლოდ 2014 და 2013 წლებთან შედარებით, როდესაც რამდენიმეწლიანი ემბარგოს შემდეგ გაიხსნა რუსეთის ბაზარი და ამ ქვეყანაში ექსპორტმა პიკს მიაღწია. მაგალითისთვის, 2012 წელს ექსპორტირებული იყო მხოლოდ 23,3 მლნ ბოთლი ღვინო, 2011 წელს – 19,0 მლნ ბოთლი, 2010 წელს – 14,8 მლნ ბოთლი, 2009 წელს – 10,9 მლნ ბოთლი, 2008 წელს– 12,2 მლნ ბოთლი.
„მთლიან რაოდენობაში ყველაზე მეტი ექსპორტირებულია ადგილწარმოშობის წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ქინძმარაული“ – 5 114 901 ბოთლი, წითელი მშრალი ღვინო „მუკუზანი“ – 1 827 248 ბოთლი და თეთრი მშრალი ღვინო „წინანდალი“ – 1 343 232 ბოთლი. ყველაზე მოთხოვნადი ადგილწარმოშობის ღვინოების ხუთეულში შედის ასევე წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ახაშენი“ – 651 348 ბოთლი და წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“ – 348 416 ბოთლი.
ამასთან ერთად, 2015 წელს საქართველოდან 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 266 755 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 18,6 მლნ აშშ დოლარს აღწევს.
საქართველოდან მსოფლიოს 7 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8,9 მლნ ლიტრი საბრენდე სპირტი, რაც თანხაში 26,5 მლნ აშშ დოლარია.
გასულ წელს მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია ასევე 118 890 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ეს კი თანხაში 466,3 ათასი აშშ დოლარია.
მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 2015 წელს 146,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია”, აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
პოლიტიკა
- საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე
- პრემიერ-მინისტრი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება - გია ვოლსკი თურქმენეთის ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე
- სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას - გიგა ფარულავა
- არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაღაც ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა
- CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია
- ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე - „პორშე ცენტრი თბილისი“ ბაზრის წესებს ცვლის
- 1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















