რატომ იღუპებიან COVID-19-ით მამაკაცები ქალებზე მეტად - ექსპერტის ანალიზი
საქართველო, თბილისი - 10:32 | 06.05.2020 ნანახია: 911
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში COVID-19-ით მამაკაცები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე ქალები და არ არის გამორიცხული, რომ ამის ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი თამბაქოს მოხმარებაა. ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროში კატალონიის ღია უნივერსიტეტის ჯგუფ Cognitive Neurolab-ის მკვლევარმა დიეგო რედოლარმა განაცხადა.
„მამაკაცები და ქალები ავადდებიან დაახლოებით თანაბრად, როგორც ესპანეთში, ისე სხვა ქვეყნებში. ინფიცირების შემთხვევათა პროცენტი თანაბარია. თუმცა გართულებები და ლეტალური გამოსავლები ხშირად აღინიშნება მამაკაცებში - მსოფლიოში, დაახლოებით 2,5-ჯერ მეტად გასული კვირის მონაცემების თანახმად. ამასთან, ასეთი თანაფარდობა არ არის დამოკიდებული ასაკზე“, - აღნიშნა რედოლარმა.
ბორდოს უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელთან ხავიერ ვასკესთან ჩატარებული ანალიზის თანახმად, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცებში სიკვდილიანობა მაღალია, ვიდრე ქალებში (შესაბამისად 8% და 4%).
„ეს გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს თამბაქოს მოხმარებასთან“, - ამბობს რედოლარი. მეცნიერებმა თავიანთი სტატია გამოცემა Tobacco Induced Diseases-ში გამოაქვეყნეს.
ესპანეთში პირველ ადგილზეა გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებებით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევები (28% 2018 წელს, ამ დაავადების 10 პროცენტი გამოწვეულია თამბაქოს მოხმარებით). სპეციალისტი ამბობს, რომ მამაკაცები ამ დაავადებისგან ქალებზე ნაკლებად იღუპებიან, თუმცა მამაკაცებს, რომლებსაც დაუდგინდათ COVID-19 და მათ გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებები აწუხებდათ, უფრო მეტად იღუპებიან, ვიდრე ქალები.
„ესე იგი, უნდა არსებობდეს რაღაც მიზეზი,რომელიც გავლენას ახდენს. და ჩვენ, ისევე როგორ ზოგიერთი სხვა მკვლევარი მივიჩნევთ, რომ ეს თამბაქოს ფაქტორია“, - ამბობს ნეირობიოლოგი. ესპანეთში მამაკაცების 25 პროცენტი თამბაქოს მომხმარებელია, ქალების კი 18 პროცენტი. გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებები, რომლებსაც ართულებს თამბაქოს მოწევა, გამოუვლინდა კორონავირუსისგან გარდაცვლილი პაციენტების 30 პროცენტს.
კვლევის თანახმად, მოწევა, ასევე ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები ზრდის ფერმენტ ACE-2-ის მოცულობას. ეს ფერმენტები კორონავირუსს ეხმარებიან მოხვდნენ ფილტვების უჯრედებში.
ამასთან, ზოგიერთი კვლევა მოწმობს, რომ მწეველებს ACE2-ის უფრო მეტი რეცეპტორი აქვთ, რაც მათ კორონავირუსით დაინფიცირებისკენ მიდრეკილს ხდის.
იმის სტატისტიკა, რომ მწეველები COVID-19-ით უფრო მეტად იღუპებიან, ესპანეთში არ არსებობს.
„პრობლემა იმაშია, რომ მონაცემები, COVID-19-ით დაავადებული რამდენი ქალი ან მამაკაცი ეწეოდა, არ არსებობს. კრიზისის დროს ჯანდაცვის სისტემა გადავსებული იყო და აუცილებელი იყო არა სრული ინფორმაციის შეგროვება, არამედ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. ამიტომ მხოლოდ ახლა დაიწყება ამ მონაცემების შეგროვება, რაც მსგავს გარემოებებში ნორმალური პრაქტიკაა“, - განმარტავს რედოლარი.
ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სენსაციური მონაცემები: 350 მძიმე ინფიცირებულიდან მწეველი მხოლოდ 4,4 პროცენტი აღმოჩნდა. ამ ჰიპოტეზის დასამტკიცებლად ჩატარდება კლინიკური კვლევები ნოკოტინის შემცველი პრეპარატების გამოყენებით.
რედოლარის აზრით, ფრანგული ინსტიტუტის მონაცემები მის დასკვნებს არ ეწინააღმდეგება. „საჭიროა სიფრთხილე. თამბაქოს მოხმარება არ შეიძლება იყოს სასარგებლო იმისთვის, რომ დაინფიცირება თავიდან ავიცილოთ. სასარგებლო შესაძლოა იყოს ნოკოტინი - მხოლოდ ერთი იმ კომპონენტებიდან, რომელსაც შეიცავს სიგარეტი. დაიწყება ახალი დამატებითი კვლევები და არ არის გამორიცხული, რომ ეს კვლევები დაადასტურებს ამას“, - ამბობს რედოლარი.
ესპანელი ექსპერტი აღიარებს, რომ დღეისათვის არსებობს COVID-19-ის ძალიან ბევრი ფაქტორი, რომლის შესახებაც სპეციალისტებმა ჯერ არაფერი იციან. „დღეს უნდა შევაგროვოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია პაციენტების შესახებ“, - ამბობს ის. ამასთან, რედოლარი არ გამორიცხავს, რომ მოწევა მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მამაკაცებში ლეტალური გამოსავლების მაღალ მაჩვენებელზე.
„საჭიროა, რომ ადამიანებს ესმოდეთ: მოწევა არ შეიძლება იყოს COVID-19-ით დაინფიცირების თავიდან აცილების ხერხი, პირიქით - ეს დიდი რისკია“, -ამბობს ის. ამიტომ რედოლარს მიაჩნია, რომ აუცილებელია მოწევის საწინააღმდეგო კამპანიის წამოწყება, მათ შორის თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების გაზრდა, მისი გაყიდვის აკრძალვა ეპიდემიის დროს და მისი მავნებლობის შესახებ პროპაგანდის გაძლიერება.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















