ძლიერმა სეტყვამ და ქარმა თელავისა და ყვარლის სოფლები დააზარალა

საქართველო, თბილისი - 11:05 | 16.07.2020
ნანახია: 757

კახეთში ძლიერმა სეტყვამ და ქარმა თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.

დაისეტყვა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები გავაზი და სანავარდო.

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ასევე დააზარალა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები.

სოფელ კონდოლში საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავი. სეტყვამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სოფელ სანიორეს, ნაფარეულს, რუისპირს და ვარდისუბანს. სოფელ სანიორის მოსახლეობა ამბობს, რომ ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი დაზიანებულია.

ამასთან, თელავში მშვიდობის ქუჩაზე ქარმა წააქცია რამდენიმე ხე. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, ერთ- ერთ ადგილობრივს ხის ნაწილი დაეცა. ის სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ძლიერი ქარისა და სტიქიის შედეგად, გურჯაანი - თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ხე წაიქცა. შემთხვევა ბარჯისხევის მონაკვეთზე მოხდა, რის გამოც, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებული იყო.

წაქცეულ ხეს ფორდის მარკის სატვირთო შეეჯახა, რომლის მგზავრებმაც გადმოსვლა დროულად მოახერხეს. პოლიციის მისვლამდე გზის გათავისუფლება მძღოლებმა საკუთარი ძალებით შეძლეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე