რუსთავში გიურზამ ძაღლი დაკბინა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 16.07.2020
ნანახია: 728

გუშინ რუსთავში გიურზამ ძაღლი დაკბინა. "ინფო რუსთავის"ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა. მეტისის ჯიშის ძაღლს პირველადი დახმარება პატრონმა აღმოუჩინა, შემდეგ კი თბილისში, "ვეტერინარულ კლინიკა აბ-ვეტ ბუნება"-ში გადაიყვანა. კლინიკის განმარტებით კი, 3-4 საათიანი დაგვიანების შემთხვევაში, შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდებოდა.

ვეტერინარის ინფორმაციით, ძაღლს ჩაუტარეს მკურნალობის კურსი და ის უკვე რუსთავში დაბრუნდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე