რამდენიმე აბიტურიენტი. რომლებასც უცხო ენის გამოცდაზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, სარეზერვო სექტორში განათავსეს

საქართველო, თბილისი - 13:40 | 17.07.2020
ნანახია: 974

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, უცხო ენების გამოცდის დილის სესიაზე მისულ რამდენიმე აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა და ისინი სარეზერვო სექტორში აბარებენ გამოცდას.

„რაც შეეხება დილის სესიას, დღეს დაიწყო უცხო ენების გამოცდა. გამოცხადდა აბიტურიენტების 93%. საბედნიეროდ, არ გვაქვს არც ერთი დაგვიანება. ასე რომ, მეორე სესიაზეც მოვუწოდებ აბიტურიენტებს, რომ არ დააგვიანონ და დაგვიანების გამო არ გამოეთიშონ საგამოცდო პროცესს.

სიცხე დაუფიქსირდა რამდენიმე აბიტურიენტს და ისინი განთავსებული არიან სარეზერვო სექტორში“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე