შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ "თავისუფალი დემოკრატები" დატოვეს
საქართველო, თბილისი - 16:18 | 20.08.2020 ნანახია: 1427
შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ "თავისუფალი დემოკრატები" დატოვეს.
შავგულიძის განმარტებით, გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილ არაჯანსაღ ვითარებას უკავშირდება.
პარტიას ტოვებს "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი - გიორგი ქიტიაშვილი.
"ჩემთვის მეტად არასასიამოვნო და მძიმეა იმის შესახებ საუბარი, რის თქმასაც ამჟამად ვაპირებ, მაგრამ ვინაიდან ვარ პოლიტიკაში, ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩემი გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების შესახებ. საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია „თავისუფალი დემოკრატები“. ეს გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუ როგორ დატოვა „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები პარტიის ლიდერთა დიდმა ნაწილმა, რომელთა უმრავლესობა მალევე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში აღმოჩნდა.
ამ მოვლენათა შემდეგ, 2017 წლის თებერვალში ჩატარებულ პარტიის ყრილობაზე, შევქმენით გამგეობის ახალი შემადგენლობა, რომელშიც პარტიაში დარჩენილ ძველ წევრებთან ერთად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს შემომატებული მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატიც იქნა შეყვანილი, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს, ჩვენთან ერთად გამკლავებოდნენ პარტიაში შექმნილ სირთულეებს.
სამწუხაროდ, მიუხედავად თავდაპირველად გამოხატული შემართებისა, განვლილი 4 წლის მანძილზე გამგეობის წევრთა ნაწილს, რომელიც საბოლოოდ გამგეობის შემადგენლობის ოთხ წევრიან უმრავლესობად ჩამოყალიბდა, რეალურად არანაირი მონაწილეობა პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში არ მიუღია. მათ საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავთ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებითაც კი. ასე მოვედით 2020 წლის ზაფხულამდე.
მიუხედავად თავდაპირველი აზრთა სხვადასხვაობისა, აღნიშნული დროისათვის პარტიის გამგეობის ყველა წევრი, განსხვავებული მოტივაციით, მაგრამ ერთხმად ვუჭერდით მხარს „ევროპულ საქართველოსთან“ საარჩევნო ბლოკის შექმნას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამ სახით მონაწილეობას.
ასევე შეთანხმებული ვიყავით საარჩევნო სიის საკითხებთან დაკავშირებითაც.
სრულიად მოულოდნელად, დაახლოებით ერთი თვის წინ, გამგეობის ზემოხსენებულმა უმრავლესობამ შეცვალა პოზიცია პარტიის საარჩევნო სიის თაობაზე. კერძოდ, მათ დააყენეს საკითხი, რომ სიაში მე-2 ნომრად დასახელებულიყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ვახტანგ მჭედლიძე.
მე არ დავეთანხმე გამგეობის აღნიშნული უმრავლესობის ამ პოზიციას, ვინაიდან ვახტანგ მჭედლიძეს, 2017 წლის თებერვალში გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ მთელი 3 წლის მანძილზე, 2020 წლამდე, არავითარი კომუნიკაცია პარტიასთან არ ჰქონია და შესაბამისად, არანარი მონაწილეობა პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მას არ მიუღია. ამგვარად, მე ვერ ვხედავდი არგუმენტს იმის დასაშვებად, რომ პარტიის საარჩევნო სიაში მას მე-2 ადგილი დაეკავებინა, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პარტიის ისეთი ლიდერების წინ, როგორებიც გახლდათ ნინო გოგუაძე, სანდრო ბარამიძე, ლევან სამუშია, რომელთა შრომითაც იყო შექმნილი პარტიის სახე, მისი პოლიტიკური წონა და ავტორიტეტი.
სამწუხაროდ, გამგეობის აღნიშნული უმრავლესობა, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, თავის პოზიციაზე დარჩა.
გამოჩნდა სხვა გარემოებებიც, რომელთაც გაზარდეს უნდობლობა აღნიშნულ პირთა მიმართ. მაგალითისთვის ვიტყვი მხოლოდ ერთს – ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 30 კანდიდატის წარდგენის საზეიმო ცერემონიალს, მხარდამჭერის სტატუსით ესწრებოდა გამგეობის აღნიშნული უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და იმავდროულად ჩვენი პარტიის საგარეო მდივანი – ექიმი, დევი ტაბიძე. სავალალო ის არის, რომ არც თავად დევი ტაბიძე და არც გამგეობის ზემოხსენებული წევრები, პრობლემას ამ გარემოებაში ვერ ხედავენ.
ამგვარად, მე როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვეღარ ვიღებ პასუხისმგებლობას პარტიის გამგეობის აღნიშნული წევრების მოქმედებებზე; არ ვარ დარწმუნებული, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ისინი უერთგულებენ ოპოზიციურ შეთანხმებას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან სამთავრობო კოალიციის არშექმნის შესახებ; მათთან ერთად ვეღარ გავაგრძელებ ბრძოლას ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ. ბრძოლას, რომელიც სულ უფრო და უფრო მძიმე გახდება და რომელიც აუცილებლად გამარჯვებამდეა მისაყვანი, ჩვენი ქვეყნის პროგრესული და ცივილიზებული მომავლის უზრუნველსაყოფად.
ამგვარად, ვეღარ ვხედავ აღნიშნულ პირებთან ერთ პოლიტიკურ გუნდში დარჩენის შესაძლებლობას. და რადგან ისინი პარტიის გამგეობის უმრავლესობას წარმოადგენენ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, - აცხადებს შალვა შავგულიძე.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















