კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

საქართველო, თბილისი - 14:25 | 30.08.2020
ნანახია: 551

კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან სამი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ორი იმპორტირებული შემთხვევაა, ორის წყარო კი უცნობია და ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოში განაცხადეს.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1469-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 25 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 924 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 209.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი დაიღუპა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე