"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 14:28 | 30.08.2020
ნანახია: 623

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ-ერთი თანამშრომელს კორონავირუსით დაუდასტურდა. პარტიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ინფექციის დადასტურების შემდეგ გატარდა პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. იზოლაციაში გადავიდნენ ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულ თანამშრომელთან ჰქონდათ კონტაქტი.

უკვე მიმდინარეობს ოფისში დასაქმებული პირების ტესტირება და ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე