ხაშურში, ჭაში ორი ადამიანი დაიხრჩო

საქართველო, თბილისი - 14:39 | 30.08.2020
ნანახია: 653

უბედური შემთხვევა მოხდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში. ჭაში ორი ახალგაზრდა ჩავარდა და დაიხრჩო.

სავარაუდოდ, ისინი ძმები იყვნენ.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს სასმელი წყლის ჭის დასუფთავება სურდათ, თუმცა შეუძლოდ გახდნენ და გონება დაკარგეს.

ადგილზე მისულ მაშველებს ისინი უკონტაქტო მდგომარეობაში დახვდნენ.

ჭიდან უკვე ამოყვანილია ორივე მამაკაცის ცხედარი. საქმე აღძრულია სსკ 116-ე მუხლის მეორე ნაწილით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე