არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია

საქართველო, თბილისი - 17:00 | 30.08.2020
ნანახია: 901

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ „პისიარ“ ტესტირება.

„პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე