ბათუმში საკონდიტრო მაღაზია „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 11:41 | 01.09.2020
ნანახია: 615

ბათუმში საკმაოდ ცნობილი და პოპულარული საკონდიტრო მაღაზია „დონას“ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ''დონა'' დროებით დაიკეტა, თანამშრომლები კი თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდნენ.

მოქალაქეებს, რომლებსაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეხება ჰქონდათ, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებულ საკონდიტრო ''დონასთან'' შეუძლიათ უფასო ტესტირება ჩაიტარონ. ქალაქში კარავი ორ ადგილასაა გახსნილი, ბათუმის ბულვარში კოლონადებთან და აჭარული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსურველებისთვის ტესტირება 16:00 საათიდან დაიწყება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე