საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 02.09.2020
ნანახია: 471

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 1548-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1548 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1270 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 19.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5059 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -239.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე