კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“, უკავშირდება 7 - ინფიცირებულთან კონტაქტია, 4 შემოტანილია, 5-ის წყარო კი უცნობია

საქართველო, თბილისი - 11:10 | 02.09.2020
ნანახია: 958

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება, შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ხუთის წყარო ამ ეტაპზე უცნობია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„დაფიქსირდა 38 ახალი შემთხვევა და გახდა 1548. ახალი შემთხვევებიდან 22 არის ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდან, შვიდი შემთხვევა დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტია, ოთხი შემოტანილია, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხუთ პირზე მიმდინარეობს კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე