ტრამპი ბაიდენს დოპინგ-ტესტის ჩატარებას ურჩევს

საქართველო, თბილისი - 11:53 | 02.09.2020
ნანახია: 814

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს ჯო ბაიდენს დოპინგზე ტესტის ჩატარება ურჩია. ტრამპის აზრით, მისი კონკურენტი გაურკვეველ მასტიმულირებელ პრეპარატებს იღებს.  ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეარახ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

 „გასული დებატების დროს, მე ვაკვირდებოდი ბაიდენს, ის საშინლად გამოვიდა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, სხვა დებატებზე ის უკეთესად გამოიყურებოდა.

 „ის არ იყო უინსტონ ჩერჩილი, მაგრამ იყო ნორმალური“, - დასძინა მან.

ტრამპის აზრით, ბაიდენი იღებს „რაღაც მასტიმულირებლებს“. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის მზად არის გაიაროს დოპინგზე შემოწმება და ოპონენტსაც იგივეს გაკეთებას ურჩევს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს არის დაგეგმილი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე