ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება, თუმცა გაფართოვდება ტესტირება - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 12:24 | 02.09.2020
ნანახია: 620

ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება, თუმცა გაფართოვდება ტესტირება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არაა, ბათუმში ჩვეულებრივი ცხოვრება გაგრძელდება, ერთადერთი, გაფართოვდება ტესტირება. დღეს დილიდან კიდევ ერთი კარავი დაემატა, 5 პოლიკლინიკა იწყებს ამბულატორიულ ტესტირებას. მოწოდება არის რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვინც იყო დონაში, მათ შეუძლიათ ანაზღაურების გარეშე მივიდნენ ტესტირების ადგილებზე. საჭიროა აწარმოონ თვითმონიტორინგი, რაც ნიშნავს იმას, რომ დააკვირდნენ მე-3, მე-8 დღეებს შორის პერიოდი, თუ რაიმე სიმპტომი გამოჩნდება, აუცილებელია დაუკავშირდნენ 112-ს", - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თბილისში დაბრუნებულმა პირებმა უნდა აწარმოონ თვითმორიტორინგი.

"მნიშვნელოვანია თბილისში ვინც ჩამოვიდა ბათუმიდან, აუცილებელია აწარმოონ თვითმონიტორინგი. თუ რაიმე სიმპტომი ჩნდება დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ში. მოვუწოდებ ბათუმის კლუბებსა და ბარებს, სადაც ინტენსიურად იკრიბება ხალხი, არ დასმულა საკითხი მათ დაკეტვაზე, მაგრამ იქ დაცული უნდა იყოს ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება - ყოველდღიური დალაგება და 2-3 დღეში ერთხელ სრული დეზინფექცია", - ამბობს გამყრელიძე.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ბათუმში მიკროაფეთქებაა და სიტუაცია საყურადღებოა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე