აშში, გასულ 24 საათში კორონავირუსის 43 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 13:55 | 02.09.2020
ნანახია: 891

აშშ-ში გასულ 24 საათში კორონავირუსის 43 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1067 პაციენტი. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ერთი დღით ადრე ქვეყნაში COVID-19-ის 33 888 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 594 ადამიანი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში საერთო ჯამში კორონავირუსის 6 075 650 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 184 ათასზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2,2 მილიონზე მეტი პაციენტი.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 25, 7 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 857 413 ადამიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე