კორონავირუსი ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონას“ ორივე ფილიალში დადასტურდა

საქართველო, თბილისი - 14:11 | 02.09.2020
ნანახია: 974

ბათუმში მდებარე პოპულარული საკონდიტრო "დონა" აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მათ ორივე ფილიალში დადასტურდა. ინფორმაცია საკონდიტრომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"კოვიდ-ინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილია კარანტინში", - წერს კომპანია.

კაფე-საკონდიტრო "დონა" 31 აგვისტოს დაიხურა, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევიდან 22 საკონდიტროს ე.წ. კლასტერს მიეკუთვნება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე