ჩაქვში სასტუმრო "ოაზისი" სადაც 900 დამსვენებელია, ჩაიკეტა

საქართველო, თბილისი - 14:52 | 02.09.2020
ნანახია: 709

ჩაქვში სასტუმრო "ოაზისი" ჩაიკეტა. ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. სასტუმროს თანამშრომლების ცნობით, სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს, ახალგაზრდა ქალს ტემპერატურა ჰქონდა რის გამოც ის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.

სასტუმროს მენეჯერის ინფორმაციით, პირველადი ლაბორატორიული კვლევის შედეგად ოაზისის სტუმარს ინფექცია არ დაუდასტურდა, თუმცა განმეორებითი კვლევაა საჭირო. სასტუმროში ამ ეტაპზე 900 პირი ისვენებს, ამ დრომდე ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია.

სასტუმროს მენეჯერი "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ სტუმრების ნაწილს 12 საათზე სასტუმროს დატოვება უწევდათ, თუმცა ამ დრომდე შეზღუდვებია დაწესებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე