"პატრიოტთა ალიანსის" ამომრჩეველთან შეხვედრა, რომელიც ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა, ეპარქიასთან შეთანხმებული არ ყოფილა - ანდრია ჯაღმაიძე

საქართველო, თბილისი - 16:03 | 02.09.2020
ნანახია: 805

ბაგრატის ტაძარი სახელმწიფო საკუთრებაა და პატრიოტთა ალიანსის ამომრჩეველთან შეხვედრა, რომელიც ტაძრის ეზოში გაიმართა, ეპარქიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ფეისბუქზე" დაწერა.

"როგორც ეპარქიიდან შემატყობინეს, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და იქ სხვადასხვა დროს იმართება ღონისძიებები, რომელსაც არ უთანხმებენ ეპარქიას.

ცნობისათვის, ისტორიულად ეს მიწა ეკუთვნოდა ბაგრატის ტაძარს, თუმცა შემდგომში ტაძარს გადაეცა მხოლოდ ნაწილი ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიისა, ხოლო ეს ადგილი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება", - დაწერა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ფეისბუქზე".

პატრიოტთა ალიანსი ამომრჩეველს ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში 1-ლ სექტემბერს შეხვდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე