კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისში "ნიკორას" ორ თანამშრომელს - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 16:33 | 02.09.2020
ნანახია: 748

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს დადასტურებული კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან ორი სასურსათო მაღაზია „ნიკორას“ თანამშრომელია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ცოტა ხნის წინ განაცხადა.
ვირუსი სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე "ნიკორას" ორ თანამშრომელს აღმოაჩნდა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მაღაზიამ შესაბამისი ზომები უკვე მიიღო.

„კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 არის „დონას“ კლასტერი, შვიდი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ოთხი შემოტანილია, აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხუთ შემთხვვევაზე მიმდინარეობდა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ორი არის სწორედ ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის თანამშრომელი. ეს მაღაზია არის „ნიკორა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე