საფრანგეთში, მოქალაქემ ლატარიაში 157 მლნ ევრო მოიგო

საქართველო, თბილისი - 16:50 | 02.09.2020
ნანახია: 1107

საფრანგეთში, მოქალაქემ ლატარია Euro Millions-ის გათამაშებაში 157 მლნ ევრო მოიგო. იუწყება გაზეთი Parisien-ი.

 „ის ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ხუთი სწორი ნომერი და ორი სწორი „ვარსკვლავი“ გამოიცნო“, - აღნიშნავს გამოცემა.

გათამაშება გუშინ საღამოს გაიმართა.

გამოცემის თანახმად, ეს მოგება საფრანგეთის ტერიტორიაზე ლატარიის 16-წლიანი არსებობის განმავლობაში სიდიდით მესამეა. რეკორდულმა მოგებამ 2012 წელს 170 მლნ ევრო შეადგინა.

გამარჯვებულის ვინაობა უცნობია. მას 60 დღე აქვს იმისათვის, რომ გამოცხადდეს და მოგებული თანხა მიიღოს. თუმცა თანხის წასაღებად უცნობი იღბლიანი ჯერ არ გამოჩენილა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე