პირი, რომელსაც ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ COVID-19 დაუდასტურდა, ცხელების ცენტრშია გადაყვანილი - თორნიკე რიჟვაძე

საქართველო, თბილისი - 17:28 | 02.09.2020
ნანახია: 757

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პირი, რომელსაც ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ COVID-19 დაუდასტურდა, ცხელების ცენტრშია გადაყვანილი. რიჟვაძე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგები ყველა კონტაქტის მოსაძიებლად უკვე მუშაობენ.

„ინფექციასთან მიმართებაში, „ოაზისში“, ჩაქვში დაგვიდასტურდა ერთი ახალი შემთხვევა და შესაბამისად, ეს პაციენტი გადაყვანილია ცხელების ცენტრში. ასევე მათთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირების მიმართაც განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ახლა უკვე ჯანდაცვის მინისტრი, მედიკოსებთან ერთად, ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რომ მოხდეს ყველას იდენტიფიცირება, გატესტვა. რაღაც პერიოდი ამ ადამიანების მიმართ იქნება მხოლოდ დროებითი ღონისძიება გატარებული, ტესტის პასუხების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე