კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 12 „დონას“ კლასტერს უკავშირდება

საქართველო, თბილისი - 11:50 | 04.09.2020
ნანახია: 611

კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 12 „დონას“ კლასტერს უკავშირდება, სამი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, კიდევ სამი „ავერსის“ კლინიკის რუსთავის ფილიალის თანამშრომელია, ორი შემოტანილი შემთხვევაა, ოთხ პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო კიდევ ოთხი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 12 „დონას“ კლასტერს უკავშირდება და ჯამში, ამ კლასტერში 36 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. სამი დადასტურებულ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, კიდევ სამი რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, ორი შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ოთხ პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ხოლო კიდევ ოთხ შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე