ტრაგედია ჩინეთში - ახლადდაქორწინებულებები ფოტოსესიის დროს ტალღამ გაიტაცა

საქართველო, თბილისი - 15:23 | 04.09.2020
ნანახია: 957

ჩინეთში, საქორწინო ცერემონიაზე, სანაპიროზე ფოტოსესიის დროს ტალღებმა ახლადდაქორწინებულები გაიტაცა. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პატარძალი. იუწყება Newsflare.

ინციდენტი ქალაქ ვენჩჟოუში მოხდა. სიძე-პატარძალს ფოტოების გადაღება რიფზე სურდათ, მაგრამ ტალღამ რომელმაც კლდე მთლიანად დაფარა, ზღვაში წყვილი, ფოტოგრაფი და ვიზაჟისტი გაიტაცა.  

პატარძალი და ვიზაჟისტი გარდაცვლილები იპოვეს, ფოტოგრაფს ვერ მიაკვლიეს. სიძის შესახებ სააგენტო ინფორმაციას არ ავრცელებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე