ინდოეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

საქართველო, თბილისი - 13:02 | 07.09.2020
ნანახია: 658

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთმა მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა. ქვეყანაში ინფექცია 4, 2 მლნ ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ბრაზილიაში, რომელიც მანამდე მეორე პოზიციაზე იყო, COVID-19-ით 4,13 მლნ ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ აშშ ლიდერობს. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით 6,2 მლნ ადამიანი დაავადდა.

გასულ 24 საათში ინდოეთში ინფიცირების შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა -  90 800 შემთხვევა გამოვლინდა. უკვე მეორე დღეა ზედიზედ მაჩვენებელი 90 ათასს აჭარბებს. გუშინ ქვეყანაში 90 6000 შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა 3, 25 მლნ ადამიანი, გარდაიცვალა 71 600-ზე მეტი პაციენტი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე