დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება - ეზუგბაია

საქართველო, თბილისი - 11:50 | 08.09.2020
ნანახია: 587

დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო, ჯერჯერობით, მწვანე ზონაში რჩება, თუმცა კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა ქვეყანაში პირველად დადასტურდა, რაც საყურადღებოა.

„ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა. 100 ათას მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი ქვეყანაში გახლავთ უკვე 8. მართალია ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ქვეყანა რჩება მწვანე ზონაში, რადგან 10-ზე ნაკლებია ინციდენტობა, მაგრამ 45 ახალი შემთხვევა ქვეყანაში ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ითქვას, რომ დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება". - განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 45-დან 23 შემთხვევა აჭარას უკავშირდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე