დაბადების დღეს არ მოგილოცავთ, თუ დაიხურებით, კმაყოფილი ვიქნები - მათიკაშვილი "მთავარ არხს"

საქართველო, თბილისი - 16:11 | 09.09.2020
ნანახია: 881

დაბადების დღეს არ მოგილოცავთ და თუ დაიხურებით, მაგაზეც თანახმა და კმაყოფილი ვიქნები, - ასე მიმართა პარლამენტის "ქართული ოცნების"დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს.

"პირდაპირი მიუღებლობა მაქვს თქვენი არხის. არც დაბადების დღეს არ მოგილოცავთ და თუ დაიხურებით, მაგაზეც თანახმა და კმაყოფილი ვიქნები", - უთხრე დეპუტატმა მთავარი არხის ჟურნალისტს.

მთავარი არხი ერთი წლის წინ დაფუძნდა მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-დან გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გაათავისუფლეს და არხიდან ჟურნალისტების ნაწილი წავიდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე