აშშ ერაყიდან 2 200 სამხედროს გაიყვანს

საქართველო, თბილისი - 16:58 | 09.09.2020
ნანახია: 807

ამერიკის შეერთებული შტატები  ერაყში სამხედროების რაოდენობას 2 200-ით შეამცირებს. იუწყება ტელეარხი FoxNews-ი.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის გენერალ ფრენკ მაკენზის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება საშუალებას მისცემთ ერაყელ პარტნიორებს დაეხმარონ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლასა და მისი სრულ განადგურებაში.  

გადაწყვეტილების რეალიზება სექტემბერში მოხდება.

ასევე გადაწყვტეილია ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირება ავღანეთშიც. ამ გადაწყვეტილებას უკავშირებენ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებას ერაყსა და ავღანეთში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე