ოპოზიციამ ვინც უნდა დაასახელოს კანდიდატად, ყველა განწირული იქნება მარცხისთვის - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:29 | 14.09.2020
ნანახია: 797

ზუგდიდში ოპოზიციამ ვინც უნდა დაასახელოს კანდიდატად, ყველა განწირული იქნება მარცხისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციაში ისეთი არეულობაა, რომ რამდენიმე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატების დასახელებას ვერ ახერხებენ.

მისივე განცხადებით, ერთ-ერთი ასეთია ზუგდიდი, რაც შიდა დაპირისპირების შედეგია.

„არ ვიცი, მოახერხებენ თუ არა საბოლოოდ პოზიციების შეჯერებას. არჩევნებში ვინც უნდა დაასახელონ, ყველა კანდიდატი განწირული იქნება მარცხისთვის, რადგან ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მაჟორიტარულ არჩევნებს ძალიან დამაჯერებლად მოიგებს პირველივე ტურში. ამაში დარწმუნებული ვართ“, – განაცხადა კობახიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე