შეიძლება გუშინ ვიყავი პატარა ნაკადული, მაგრამ ყველას აქვს ნაკადულიც, ჩანჩქერიც, ზღვაც და ოკეანეც - ცისანა სეფიაშვილი

საქართველო, თბილისი - 23:52 | 14.09.2020
ნანახია: 595

შეიძლება გუშინ ვიყავი პატარა ნაკადული, მაგრამ მინდა ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ ქვეყნის სასიკეთოდ - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ცისანა სეფიაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, მას სურვილი აქვს ქვეყნის სასიკეთოდ თავისი ყველა რესურსი გამოიყენოს.

"ყველამ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რესური. მე შეიძლება გუშინ ვიყავი პატარა ნაკადული, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს რაღაცა პატარა ნაკადულიც, შემდეგ ჩანჩქერიც, შემდეგ ზღვაც და ოკეანეც. ამიტომ მინდა, რომ ჩემი რესურსი გამოვიყენო, ჩემი შვილებისთვის, თქვენი შვილებისთვის, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ ქვეყნის სასიკეთოდ", - თქვა სეფიაშვილმა.

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის მე-9 ნომერია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე