ივანიშვილს დღევანდელი ამ კატასტროფის შენარჩუნება უნდა, სააკაშვილს კი წარსულში, 2012 წლამდე დაბრუნდება - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 15:04 | 21.09.2020
ნანახია: 582

ივანიშვილს დღევანდელი ამ კატასტროფის შენარჩუნება უნდა, სააკაშვილს კი წარსულში, 2012 წლამდე დაბრუნდება, - ამბობს ხობში, ფოთსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია. მისი შეფასებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებები "ქართული ოცნების პროპაგანდისთვის საჩუქარია".

"სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევანი თურმე მხოლოდ მასა და ივანიშვილს შორის არის. ეს არის ერთი ერთში ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი. ამ კაცის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის, განსაკუთრებით 41-დ დაანონსება ჩამოსვლის და მერე გადაგდება იმ ხალხის, ვისაც დაპირდა ამას. ეს არის სიცრუე. არჩევანი არის მათ შორის, ვისაც მხოლოდ თავისი ძალაუფლება აინტერესებს და მათ შორის, ვისაც უნდა, რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები და წინსვლა. ივანიშვილს დღევანდელი ამ კატასტროფის შენარჩუნება უნდა, სააკაშვილს კი წარსულში, 2012 წლამდე დაბრუნდება". - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 20 სექტემბერს, "TV პირველის" ეთერში განაცხადა, რომ პარტიულ კოალიციას მომდევნო პარლამენტში ვერ ხედავს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე