სომხური მხარის განცხადებით ყარაბაღში 16 სომეხი სამხედრო დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 20:38 | 27.09.2020
ნანახია: 707

სომხური მხარის განცხადებით ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 16 სომეხი სამხედრო დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი შუშან სტეპანიანი ავრცელებს.

„წინასწარი მონაცემებით, სომხურ მხარეს დაიღუპა 16 და დაიჭრა 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეს“, - წერს სტეპანიანი Facebook-ზე.

დღეს დილით, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ სომხეთის მიერ ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებს შორის. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე