დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ალიაქსანდრ ლუკაშენკას სანქციები დაუწესა

საქართველო, თბილისი - 18:33 | 29.09.2020
ნანახია: 702

დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას, მისი ვაჟისა და მთავრობის ზოგიერთი წევრის მიმართ სანქციები შემოიღო. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 „დიდმა ბრიტანეთმა ისტორიული მნიშვნელობის სანქციები შემოიღო ალიაქსანდრ ლუკაშენკას, მისი ვაჟისა და ბელარუსის მთავრობის მაღალი რანგის პირების მიმართ, ადამიანთა უფლებების დარღვევისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 „სანქციები ასევე შემოიღო კანადამ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე