ყარაბაღში სტეპანაკერტის დაბომბვისთვის აზერბაიჯანს საპასუხო დარტყმებით ემუქრებიან

საქართველო, თბილისი - 14:49 | 02.10.2020
ნანახია: 841

თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანი ვაგრამ პოღოსიანი სტეპანაკერტის დაბომბვისთვის აზერბაიჯანს „პროპორციული პასუხით“ ემუქრება.

იქნება პროპორციული პასუხი, რომელზეც მთელი პასუხიმგებლობა ალიევს (აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ) ეკისრება“, - წერს პოღოსიანი Facebook-ზე.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი - სტეპანაკერტი დაბომბეს. უწყების ცნობით, დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დაჭრილები.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე