ზუგდიდში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 10:19 | 04.10.2020
ნანახია: 695

ზუგდიდში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა სუპერმარკეტ „ლიბრესთან“ მოხდა.

დაჭრილი მამაკაცი 112-ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულს მუხლს ზემოთ ძვლის მოტეხილობა აქვს და ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა.

შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია გასროლილი მასრა.

ბრალდებული, ჯერ არ დაუკავებიათ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე