ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა ყარაბაღში ქალაქი ჯაბრაილი და რამდენიმე სოფელი აიღეს

საქართველო, თბილისი - 17:58 | 04.10.2020
ნანახია: 878

მთიან ყარაბაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შესახებ მხარეები კვლვავ განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღში ქალაქი ჯაბრაილი და კიდევ რამდენიე სოფელი აიღეს.

 „დღეს აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა ქალაქი ჯაბრაილი და რაიონის რამდენიმე სოფელი“, - განაცხადა ალიევმა.

ერევანმა თავის მხრივ უარყო ეს ინფორმაცია და მას სიცრუე უწოდა. სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა ამის შესახევბ ფეისბუქზე დაწერა.

 „Twitter-ზე აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამდებობის პირების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ჯაბრაილის აღების შესახებ - მორიგი ტყუილია“, - წერს სტეპანიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე