ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 19:10 | 04.10.2020
ნანახია: 898

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი, მძიმედ დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი გოგონაა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

მსუბუქ ავტომანქანას გზაჯვარედინზე გადასვლისას სავარაუდოდ, სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. ავტომობილში მყოფი 20-წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი გოგონა კი საავადმყოფოში მოათავსეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე