ალიევი ფაშინიანს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისთვის პირობებს უყენებს

საქართველო, თბილისი - 20:03 | 04.10.2020
ნანახია: 990

აზერბაიჯანი მზად არის შეწყვიტოს ცეცხლი იმ შემთხვევაში თუ სომხეთი ყარაბაღიდან თავისი ჯარის გაყვანის დღის წესრიგზე წინადადებას შესთავაზებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტელეარხ „ალ-არაბიასთნ“ ინტერვიუში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ კონფლქიტი დიალოგის მეშვეობით უნდა გადაწყდეს, თუმცა „ამისთვის საფუძველი უნდა არსებობდეს“.

 „სომხეთის პრემიერმა უნდა განაცხადოს რომ ეთანხმება წინა ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვით, მთიან ყარაბაღში ტერიტორიები აღიარებულია აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებად“, - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ სამხედრო მოქმედებები შეწყდეს, ბაქოს ბოდიში უდა მოუხადოს სომხეთის პრემიერმა.

 „ცეცხლის შეწყვეტისთვის ჩვენი პირობა ასეთია, სომხეთმა უნდა შემგვთავაზოს ყარაბაღში აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის დღის წესრიგი, როელიც იქნება არა სიტყვიერი, არამედ საქმიანი“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე