ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი ერთი მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

საქართველო, თბილისი - 14:56 | 08.10.2020
ნანახია: 863

ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი, რომელიც აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში იყო ბრალდებული, ციხიდან ერთი მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ტელეარხ Fox News-ის ინფორმაციით, შოვინი ვალდებულია სასამართლოში საქმის განხილვაზე 2021 წლის 8 მარტს გამოცხადდეს.

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა. რაც მისი დაკავებისას პოლიციელმა დერეკ შოვინმა ხრჩობის ილეთი გამოიყენა. მამაკაცი სთხოვდა, რომ გაეშვა, რადგან ვერ სუნთქავდა, თუმცა პოლიციელმა ყურადღება არ მიაქცია. ფლოიდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შოვინი სამსახურიდან გაათავიუფლეს, შემდეგ კი დააკავეს. მას არაგანზრახ მკვლელობაში დასდეს ბრალი.

აფროამერიკელის გარდაცვალების შემდეგ აშშ-ის ქალაქებში რასიზმის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი და არეულობები დაიწყო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე