საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას აშშ-ის სამხედრო ბაზები - შალვა ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:08 | 12.10.2020
ნანახია: 794

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო, საზღვაო ბაზები და განლაგდეს ბირთვულ-კოსმოსური იარაღი.

ნათელაშვილის თქმით, ეს არის გამოსავალი, რომ რეგიონში გეოპოლიტიკურ აფეთქებებს ქართული სახელმწიფოებრიობა არ შეეწიროს.

„ყარაბაღის ომმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკური აფეთქებები გაგრძელდება საკმაოდ დიდხანს, რასაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება შეეწიროს ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენი თავისუფლება და სუვერენიტეტი. გამოსავალი აქედან არსებობს – საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები, საზღვაო ბაზები და განლაგდეს ბირთვულ-კოსმოსური იარაღი. ეს იქნება უზარამაზარი ზარალი ოკუპანტი რუსეთისთვის, რომელსაც ცხვირწინ მოვუბამთ იმ სამხედრო ზესახელმწიფოს, რომლის ძალა და ძლიერება მან ძალიან კარგად იცის"- განაცხადა ნათელაშვილმა


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე