თურქეთი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს - ალიევი

საქართველო, თბილისი - 15:20 | 14.10.2020
ნანახია: 713

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თურქეთი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იჯდეს.

„ეუთოს მინსკის ჯგუფი 1992 წელს შეიქმნა და რა გახდა მისი შექმნის მიზეზი ამ ფორმით, არ ვიცით. ამ ჯგუფში არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც არ გააჩნიათ რეგიონში  გასასვლელი და არ აქვთ არანაირი გავლენა. თუ გვსურს ამ კონფლიქტის გადაწყვეტა, ჯგუფშ უნდა იყვნენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც რეალურ დაზავებას მიაღწევენ, რა თქმა უნდა, ამ როლში ჩვენ თურქეთს ვხედავთ“, - განაცხადა ალიევმა თუქრულ ტელერახ Haber Turk -თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ბაქოს ეემის, რომ „მინსკის ჯგუფი ეუთოს შექმნილია, რომელსაც აქვს თავისი კანონები და ჯგუფის შემადგენლობის შეცვლა, სავარაუდოდ, გარკვეულ იურიდულ პროცედურებს ითვალისწინებს“.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე