ერდოღანმა ეუთოს მინსკის ჯგუფს მოუწოდა, ყარაბაღი აზერბაიჯანს გადასცეს

საქართველო, თბილისი - 15:46 | 14.10.2020
ნანახია: 670

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რიმ ეუთოს მინსკის ჯგუფმა აზერბაიჯანს სომხეთის მიერ ოკუპირებული მიწები უნდა გადასცეს.

 „მინსკის ჯგუფი კვალვინდებურად აჭიანურებს ამ პროცესს. თუ ამ საკითხის გადაწყვეტა გინდათ, უნდა დაკავდეთ არა გადაწყვეტილების გაჭიანურებით, არამედ თვით გადაწყვეტილებით. ნუთუ შესაძლებელია ერთი პრობლემის გადაწყვეტა 30 წლის განმავლობაში გრძელდებოდეს? მინსკის ჯგუფმა ეს მოლაპარკებები უნდა დაამთავროს, გადასცეს ოკუპირებული ტერიტორიები პატრონს (აზერბაიჯანს). ეს ის სამუშაო არ არის, რომელიც ათწლეულები უნდა გრძელდებოდეს. მაგრამ ისინი მიწებს არ აძლევენ. და სადამდე მიგვიყვანა ამან? აი, აქამდე“, - განაცხადა ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე