ნავალნის მოწამვლის გამო ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეათანხმა

საქართველო, თბილისი - 17:32 | 14.10.2020
ნანახია: 773

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა შეათანხმეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ალექსეი ნავალნის  მოწამვლის გამო. ინფორმაციას სააგენტო  dpa დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სანქციები გულისხმობს სიის ფიგურანტების აქტივების გაყინვას და ევროპაში შესვლის აკრძალვას. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, სანქციები შესაძლოა, ძალაში უკვე 15 ოქტომბრიდან შევიდეს.

მედიის ცნობით, სიაში შეყვანილია რუსეთის ექვსი მოქალაქე და ერთი რუსული ორგანიზაცია. მათი კონკრეტული ვინაობა არ სახელდება, თუმცა dpa-ს წყაროს ინფორმაციით, ეს პირები არიან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე რუსეთის ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სადაც მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ დამზადდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე