ოპოზიციის ერთმა ნაწილმა 150 დეპუტატის ნაცვლად წარადგინა პრემიერ მინისტრობის 150 კანდიდატი - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 17:55 | 14.10.2020
ნანახია: 822

ჩვენ დავინახეთ რომ, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა 150 დეპუტატის ნაცვლად წარადგინა, პრემიერ მინისტრობის 150 კანდიდატი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

„სიმართლე არის, ის რომ საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოების მხარდაჭერით ამ წლების განმავლობაში გაატარა დემოკრატიული რეფორმები, რათა ჩვენ გვქონდეს უფრო საქმეზე ორიენტირებული, სტაბილური სისტემა და ეს ცვლილებები გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის მხარდაჭერით. ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია მომზადებულიყო, გამოეყენებინა შესაძლებლობა, რომ პარლამენტში შევიდეს მეტი, საქმეზე ორიენტირებული პარტია, იყოს მეტი დიალოგი მეტი თანამშრომლობა, ჩვენ დავინახეთ რომ, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა 150 დეპუტატის ნაცვლად წარადგინა, პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი. ისინი კამათობენ, ვინ იქნება მათი პრემიერ-მინისტრი და წარმოადგინეს 150-ზე მეტი კანდიდატი პრემიერ მინისტრობის პოზიციაზე. ამას საზოგადოება უყურებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე